Accentnews.ge
„ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილი კლინიკაში არ არის

„ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილი კლინიკაში არ არის

08/11/2021 14:41:10 საზოგადოება

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კონკრეტული პაციენტის მისაღებად კლინიკაში განსაკუთრებული მზადყოფნა არ არის.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში არ იმყოფება და არც ინფორმაციას ფლობს მის შესაძლო გადაყვანაზე.

კითხვაზე, სააკაშვილი რომ კლინიკაში გადაჰყავდეთ, იქნებოდა თუ არა ადმინისტრაცია ინფორმირებული, კლინიკის ხელმძღვანელი პასუხობს, „საარაუდოდ კლინიკის ხელმძღვანელობა ამის თაობაზე ინფორმირებული იქნებოდა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან სავარაუდოდ, გადაიყვანეს, თუმცა სად, უცნობია. ინფორმაციას არ ფლობენ ადვიკატები.

სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“:

„ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორიებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს. ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში აღარაა".

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 39–ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში ჰოსპიტალიზების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S