Accentnews.ge
სასწრაფო დახმარების ექიმი: "ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს"

სასწრაფო დახმარების ექიმი: "ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს"

08/11/2021 12:37:42 პოლიტიკა, საზოგადოება

სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, "დროას" ლიდერ ელენე ხოშტარია, რომელიც მე–6 დღეა შიმშილობს, გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა.

მედიკოსის თქმით, სასურველია, დეპუტატი სტაციონარში გადავიდეს.

მისი განცხადებით, სასიცოცხლო პარამენტრები ახლა ნორმის ფარგლებშია:

"ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო. სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში".

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატთან დღეს დილითაც გამოიძახეს.

ელენე ხოშტარია მე-6დღეა, პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S