Accentnews.ge
გაბუნია: "ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის"

გაბუნია: "ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის"

08/11/2021 11:16:52 საზოგადოება

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განცხადა.

მისი თქმით, "ბუსტერ"–დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა:

"ჩვენ ამ კვირაში უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ამას. რაც ნიშნავს იმას, რომ "ბუსტერ–"დოზა ანუ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად“.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მოგზაურებს, რომლებიც „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ არიან აცრილი, მაგრამ მიდიან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ამ ორ ვაქცინას არ აღიარებენ, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დამატებით შეუძლიათ „ფაიზერის“ ორი დოზით აიცრან.

„რაც შეეხება მოგზაურების დამატებითი დოზით ვაქცინაციას, მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ–ჯერობით არ ცნობს ყველგან დაშვებისთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინას. ამის გამო, ბევრ მოქალაქეს შეექმნა გარკვეული პრობლემა, რადგან მათ მოუწიათ ყოველდღიური ტესტირების რეჟიმში ჩართვის აუცილებლობა და იმ ქვეყანაში დაწესებული მწვანე საშვის მოთხოვნებიდან გამომდინარე მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალონ ვაქცინაციის სტატუსი, გაიკეთონ ე.წ დამატებითი დოზები - ორი დოზა. ბუსტერ დოზა არის 1 დოზა, დამატებითი დოზები, რომლებიც მოგზაურების მიზნებისთვის ან საუნივერსიტეტო გარემოში მოხვედრის მიზნებისთვის ტარდება, არის 2 დოზა, დასაშვებია მათი გაკეთება მეორე აცრიდან 1 თვის შემდეგ. ამ შემთხვევაში, მოთხოვნილია გარკვეული დოკუმენტაცია, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბილეთის ჯავშანი ან მოწვევა. ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მათ ვთავაზობთ დამატებით 2 დოზით აცრას „ფაიზერის“ ვაქცინით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S