
"ეპიდვითარების გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა"
08/11/2021 11:04:50 საზოგადოება
"ეპიდვითარების გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აცრის მაჩვენებელთან ერთად პირბადის ტარების მაჩვენებელიც გაუარესებულია.
"ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა და არ დავიცავით რეკომენდაციები. 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური, ყოველსაათობრივი მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობის მიმართ, ვატაროთ პირბადე, მაინც უგულებელყოფილია ეს და გვაქვს ის, რაც გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.