Accentnews.ge
ვინ მიიღებს 200–ლარიან დახმარებას

ვინ მიიღებს 200–ლარიან დახმარებას

08/11/2021 10:23:32 საზოგადოება

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს დაანონსებული ვაქცინაციის წამახალისებელი მექანიზმი არ შეეხებათ უკვე ვაქცინირებულ პენსიონერებს. საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრება, იმუნიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ 200–ლარიან დანამატს ერთჯერადად მიიღებს.

„პროგრამა შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც აქამდე არ აცრილან. ეს წახალისების მექანიზმია. ამდენად, პენსიონერი, რომელიც აიცრა, მიიღო კარგი გადაწყვეტილება, დაეხმარა საკუთარ თავს და სისტემასაც, ამ წახალისების პროგრამაში ვერ მოხვდება, რადგან ეს მიზნობრივი მექანიზმია, რაც მიმართულია იქითკენ, რომ წახალისდეს ვაქცინაციის გადაწყვეტილება“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S