ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს
08/11/2021 08:50:55 მსოფლიო
ჩრდილოეთ ირლანდიაში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს.
დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პოლიციის განცხადებით, ბელფასტის გარეუბანში, ნიუთაუნებიში ოთხი მამაკაცი ავიდა ორსართულიან ავტობუსში, მგზავრებს ტრანსპორტის დატოვება მოსთხოვეს, შემდეგ კი მას ცეცხლი წაუკიდეს.
მსგავსი ინციდენტი 1 ნოემბერსაც მოხდა: ნიღბიანი პირები ავტობუსში შეიჭრნენ და მას ცეცხლი წაუკიდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ბრექსიტით გამოწვეული სავაჭრო პრობლემების გამო მოხდა.


