აშშ-მა და იაპონიამ სამოკავშირეო ურთიერთობების განმტკიცების საკითხი განიხილეს
08/11/2021 08:25:28 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეს საკითხებში დენიელ კრიტენბრინკი ტოკიოში იაპონიის საგარეო უწყების ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ კეიტი იტიკავას შეხვდა.
ეს კრიტენბრინკის პირველი ვიზიტია იაპონიაში სექტემბერში ამ თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ.
იაპონიის საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობების განმტკიცებისა და "ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანეს რეგიონის" ჩათვლით.
დაგეგმილია რიგი სხვა შეხვედერებიც, რომლებზეც რეგიონში ჩინეთის როლის გაძლიერება და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გაშვებების საკითხები იქნება განხილული.
გარდა ამისა, დღის წესრიგშია იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კისიდას აშშ-ში ვიზიტისა და ფორმატ "2+2"-ის მოლაპარაკებების მზადების საკითხები.
კრიტენბრინკის ვიზიტი 10 ნოემბრამდე გასტანს. იაპონიიდან იგი სეულში გაემგზავრება.


