Accentnews.ge
ექიმი: "ელენე ხოშტარიას სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია"

ექიმი: "ელენე ხოშტარიას სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია"

08/11/2021 07:40:26 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას ექიმი მაია ცანავა აცხადებს, რომ დეპუტატის სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, რაზეც ხოშტარია უარს აცხადებს.

“წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, თავს გრძნობს სუსტად. სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა, რჩება ნორმის ფარგლებში, მაგრამ შეცვლილია წინა დღეებთან შედარებით. შესაძლებელია სასიცოცხლო პარამეტრები კიდევ შეიცვალოს და დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ამ ეტაპზე უარს აცხადებს ყოველგვარ მედიკამენტურ ჩარევაზე, ინტრავენურ გადასხმაზე, იღებს მხოლოდ წყალს. ამ მომენტისთვის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, დასჭირდება თუ არა ეს დინამიკაში გამოჩნდება, როგორ შეიცვლება", - განაცხადა ცანავამ.

ელენე ხოშტარია მე-6 დღეა, პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S