"ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა"
08/11/2021 07:32:41 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ წერს ქვეყანას "ორნიშნა ეკონომიკური ზრდა" ექნება.
როგორც მან აღნიშნა, „ქვეყანას ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა აქვს“.
"მოგეხსენებათ, რომ 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3%. გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მილიარდი ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5500 დოლარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


