
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
08/11/2021 06:53:50 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 191 შემთხვევა გამოვლინდა, 4 348 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 74 პაციენტი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 477 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 273 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა,
- აჭარა - 89,
- იმერეთი - 362,
- ქვემო ქართლი - 146,
- შიდა ქართლი - 81,
- გურია - 58,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140,
- კახეთი - 162,
- მცხეთა-მთიანეთი - 64,
- სამცხე-ჯავახეთი - 52,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში - 129, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 262 - აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.