Accentnews.ge
იტალიაში მაფიოზური დაჯგუფების 70 წევრს განაჩენი გამოუტანეს

იტალიაში მაფიოზური დაჯგუფების 70 წევრს განაჩენი გამოუტანეს

08/11/2021 04:52:03 მსოფლიო

იტალიის სასამართლომ მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 70 წევრს განაჩენი გამოუტანა. ბრალდებულების ნაწილს 20-წლიანი, ხოლო ნაწილს 10 ან მეტი წლით პატიმრობა მიესაჯა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის მაფიასთან დაკავშირებით ჩატარებული ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი 1980-იანი წლების შემდეგ და ის იანვრიდან მიმდინარეობს. 355 ბრალდებული ჯერ კიდევ გასასამართლებელია, პროცესი სავარაუდოდ, ორი ან მეტი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მაფიის მოწინააღმდეგე პროკურორი ნიკოლა გრატერი, რომელიც „ნდრანგეტასთან“ დაპირისპირების გამო 30 წელზე მეტია, პოლიციის დაცვის ქვეშ ცხოვრობს, აცხადებს, რომ "არაფრის ეშინია":

"ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და თუ სიმართლეს ვერ ვამბობ, ეს იმიტომ, რომ ნათქვამის დამტკიცებას ვერ ვახერხებ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S