აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის
08/11/2021 04:41:58 მსოფლიო
აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის.
აშშ-ში ე.წ. არასავალდებულო მოგზაურობის, ანუ ტურისტული, ან ნათესავების და მეგობრების მონახულების მიზნით ჩასვლის მსურველებმა თვითმფრინავში ასვლის წინ უნდა წარადგინონ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის მაკონტროლებელი ადმინისტრაციის(FDA), ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი და 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი. პირი სრულად აცრილად ითვლება ორდოზიანი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.
აცრის მოთხოვნა არ ვრცელდება 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებზე. მათთვის სავალდებულოა აშშ-ში გამგზავრების წინ ტესტის გაკეთება.
აშშ-ის მიერ ავტორიზებულია Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია: AstraZeneca, Sinopharm, Sinovac და Covaxin.


