Accentnews.ge
"არ აგარევინებთ" – 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასახსენებლად პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

"არ აგარევინებთ" – 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასახსენებლად პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

07/11/2021 13:32:02 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. მოქალაქეები 14 წლის წინ, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გასახსენებლად შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობია".

აქციის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს 14 წლის წინ გადაღებული ვიდეომასალა აჩვენეს, სადაც ჩანდა, როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი მოქალაქეებს. ამ დღეს ხელისუფლების დავალებით სპეცდანიშნულების ძალებმა აქცია დაშალეს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით.

გაჩეჩილაძის თქმით, ხელისუფლებას უნდა მიმართონ, რათა 7 ნოემბერი ღირსების დღედ გამოცხადდეს.

აქციაზე მისული ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი რამდენიმე საათით გადაიკეტა.

2007 წელს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია თბილისში რამდენიმე წერტილში შეკრებილი მოქალაქეები. ამ დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედის" შენობაში შეიჭრა, დააზიანეს არხის ტექნიკა და მაუწყებლობა გათიშეს.ერთ-ერთი საქმე, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული, სწორედ 7 ნოემბრის ეპიზოდია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S