
სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო
07/11/2021 11:12:56 საზოგადოება
მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
მეორედ ტაძრის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ისინი დაინტერესდნენ და პოლიციას ჰკითხეს, რატომ არ მისცეს ადგილობრივ ახალგაზრდებს ტაძარში შესვლის უფლება. ურთიერთშელაპარაკებისას ტერიტორიიდან გაიყვანეს განკვეთილი ბერი მარკოზი და კიდევ ერთი ბერი. ისინი სავარაუდოდ, მარტვილის პოლიციაში არიან გადაყვანილი.
დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა. განსხვავებით წინა დღეებისგან, ჭიშკარი მრევლისთვის დილიდან ღია იყო.