
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
07/11/2021 07:00:19 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში, კოვიდ–ინფიცირების 4 104 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, გარდაიცვალა 67 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა,
- აჭარა - 168,
- იმერეთი - 766,
- ქვემო ქართლი - 283,
- შიდა ქართლი - 246,
- გურია - 110,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322,
- კახეთი - 420,
- მცხეთა-მთიანეთი - 59,
- სამცხე-ჯავახეთი - 80,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613.
1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 272 - აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათშორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.