სიერა ლეონესში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
06/11/2021 10:03:28 მსოფლიო
სიერა ლეონეს დედაქალაქში საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა.
დედაქალაქ ფრიტაუნის მერის ივონ აკი-სოიერის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ტანკერს საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც მას სხვა სატვირთო ავტომობილი შეეხაჯა.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივ მორგში 91 ადამიანის ცხედარი გადაიყვანეს. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.


