უკრაინაში ოლიგარქების უფლებები იზღუდება
05/11/2021 19:37:53 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ოლიგარქების გავლენას ზღუდავს.
კანონპროექტი ოლიგარქის იურიდიული განმარტების შემოღებას, ოლიგარქების სიის შექმნას და მათ მოქმედებებზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მათ აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
„ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არ არის ისეთი სახელისუფლებო შტო, როგორიცაა ოლიგარქია. სახელმწიფო მუშაობას თავის მოქალაქეების და არა ერთი მუჭა მდიდრების ინტერესებისთვის. სწორედ ასეთ ცვლილებებს უყარეს კენჭის ჩვენმა მოქალაქეებმა 2019 წელს“, - განაცხადა 5 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


