Accentnews.ge
იაპონია გერმანიასთან სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებს

იაპონია გერმანიასთან სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებს

05/11/2021 18:46:38 მსოფლიო

იაპონია აძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას გერმანიასთან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მის პორტში გერმანული ხომალდის შესვლას მიესალმება,- იუწყება „დოიჩე ველე".

გერმანიის საზღვაო ფლოტის ფრეგატი „ბაიერნი“ პარასკევს შევიდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში. იაპონიის თავდაცვის მინისტრის ნობუო კისის განცხადებით, ეს ვიზიტი წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხებზე კავშირების მნიშვნელოვან დემონსტრირებას, რომელიც ორ ქვეყანას აქვს.

„ეს ადასტურებს გერმანიის მტკიცე ვალდებულებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აქტიური ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა კიშიმ.

გერმანულმა ფრეგატმა „ბაიერნმა“ ხუთშაბათს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების გემებთან და თვითმფრინავებთან ერთად ტოკიოს წყლებში წვრთნები გამართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S