Accentnews.ge
კლინიკების ასოციაცია  – ექიმებს: "არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და უმრავლესობის წევრებს"

კლინიკების ასოციაცია  – ექიმებს: "არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და უმრავლესობის წევრებს"

05/11/2021 11:57:01 საზოგადოება

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს და ექიმებს მოუწოდებს, პროტესტის ნიშნად, უპრეცედენტო ბოიკოტი გამოაცხადონ.

"საქართველოს კლინიკების ასოციაციის სახელით კლინიკების ხელმძღვანელებს და ექიმებს მოგიწოდებთ:კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!! ჩვენი ვალდებულებაა განსაცდელში მყოფი, ნებისმიერი პაციენტის კვალიფიციური დახმარება და სიცოცხლის შენარჩუნება, მისი პოლიტიკური შეხედულების, რწმენისა და სქესის მიუხედავად!!", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია, ასოციაციის სახელით ავრცელებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S