Accentnews.ge
„ფაიზერის“ განცხადებით, კომპანიის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო წამალი გართულებებებს 90%–ით ამცირებს

„ფაიზერის“ განცხადებით, კომპანიის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო წამალი გართულებებებს 90%–ით ამცირებს

05/11/2021 11:43:34 მსოფლიო

„ფაიზერის“ განცხადებით, კომპანიის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო წამალი გართულებებებს 90%–ით ამცირებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აბის მიღების შემდეგ, რომელიც ჯერ–ჯერობით ცნობილია ექსპერიმენტული სახელით PF-07321332, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად იკლებს.

„ფაიზერი" იმედოვნებს, საბოლოოდ შეძლებს აბების შეთავაზებას, რომელსაც პაციენტები ძველ ანტივირუსულ მედიკამენტთან, რინოტავირთან ერთად მიიღებენ. კომპანია აცხადებს, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას რეცენზირებულ ნაშრომში გააზიარებს.

„ფაიზერი“ ამოწმებდა წამალს „კოვიდ 19“-ით დაავადებულ ზრდასრულებში, რომლებიც განიხილებოდნენ მძიმე ავადმყოფობის პროგრესირების მაღალი რისკის ქვეშ. მოხალისეებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეცათ აბების კომბინაცია ან პლაცებო სიმპტომების დაწყებიდან სამი ან ხუთი დღის განმავლობაში. „ფაიზერის“ ინფორმაციით, პაციენტთა 0.8%–მა, რომლებმაც მიიღეს წამლის კომბინაცია სამი დღის განმავლობაში, ოთხი კვირის განმავლობაში 389 პაციენტიდან სამი იქნა ჰოსპიტალიზირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S