Accentnews.ge
ივანე ჩხაიძე: "დეკემბერი და იანვარი ყველაზე მძიმე თვეები იქნება"

ივანე ჩხაიძე: "დეკემბერი და იანვარი ყველაზე მძიმე თვეები იქნება"

05/11/2021 10:43:58 საზოგადოება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარების თავლსაზრისით დეკემბერი და იანვარი ყველაზე მძიმე თვეები იქნება.

"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს", – აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, კორონავირუსთან ერთად, ამავე პერიოდში მოსალოდნელია სეზონური გრიპის ვირუსის პიკიც.

ქვეყანაში ვაქცინაციის ამჟამინდელი ტემპი ძალიან დაბალია. ბოლო მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33,2%, ბოლო 24 საათში კი მხოლოდ 4063 ადამიანი აიცრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S