Accentnews.ge
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია – მიხეილ სააკაშვილზე: "რა გვემართება მართლმადიდებლებს?"

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია – მიხეილ სააკაშვილზე: "რა გვემართება მართლმადიდებლებს?"

05/11/2021 07:55:19 საზოგადოება

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს.

ეპარქიაში აცხადებენ, რომ "პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს".

"რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მ. სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას რომ, შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ. პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს- განურჩევლად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S