Accentnews.ge
ვისთვის გახდა სავალდებულო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა და ვის გაუკეთებენ მას უფასოდ

ვისთვის გახდა სავალდებულო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა და ვის გაუკეთებენ მას უფასოდ

05/11/2021 07:31:35 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს.

უწყების განცხადებით, სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების ვაქცინები შეიძინა.

მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ:

სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია:

  • ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები;
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ:

  • სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;
  • მონადირეები;
  • ვეტერინარები,
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი.
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ვაქცინაცია ნებისმიერ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, რომელიც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ატარებს იმუნიზაციას. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადანაწილდება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S