Accentnews.ge
თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

05/11/2021 07:02:51 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში, დაავადების 5 340 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3631, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 757 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა,
  • აჭარა - 217, იმერეთი - 1 059,
  • ქვემო ქართლი - 413,
  • შიდა ქართლი - 446,
  • გურია - 130,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328,
  • კახეთი - 492,
  • მცხეთა-მთიანეთი - 109,
  • სამცხე-ჯავახეთი - 119,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 266 საიდანაც: 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 555, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 445. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 129, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 38, იმერეთში - 29. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში. 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.

  • ბოლო 24 საათში ჩატარდა 4 063 აცრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S