
ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
05/11/2021 07:00:50 საზოგადოება
ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული დღე–ღამის განმავლოვაში დაავადებამ 62 პაციენტი იმსხვერპლა, ბოლოს ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (74) ქვეყანაში 5 სექტემბერს გამოვლინდა.
ზედიზედ, მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, დაავადების 5 340 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3631.
გუშინ საქართველოში 55 301 ტესტი ჩატარდა.