Accentnews.ge
სახელმწიფოს პოლიტიკა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით - სამიზნე ჯგუფთა დასაქმების მხარდაჭერა

სახელმწიფოს პოლიტიკა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით - სამიზნე ჯგუფთა დასაქმების მხარდაჭერა

05/11/2021 07:01:42 ეკონომიკა, რეკლამა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსს, ინდირა რობაქიძეს და კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ჩართულ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების გაცნობა. პირთა ჩართვა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება და დასაქმების ხელშეწყობა.

ორმხრივი თანამშრომლობა ითვალისწინებს, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი/ძალადობა გამოვლილი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობას.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ინაურის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია შესაბამის ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები, მათი კონსულტირება და საჭიროებების გათვალისწინებით სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შეთავაზება, მათ შორის, საკვალიფიკაციო მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, ასევე საკვანძო კომპეტენციების ტრენინგებში ჩართვა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, დაიგეგმა კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ჩართული პირების მიმართ სხვადასხვა სამომავლო აქტივობები.

თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა ინდირა რობაქიძემ, მზაობა გამოხატა კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. ვინაიდან, მისი განმარტებით, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა. ის აქტიურად დაუჭერს მხარს, დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებას.

საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და აღნიშნულ მომსახურებაში ჩართვის შესაძლებლობებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S