
საქართველოში „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია – 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკათი“ - 58 591, „სინოფარმით“ - 253 253, ხოლო „სინოვაკით“ - 79 100
05/11/2021 06:46:21 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ქვეყანაში სულ 1 802 566 აცრაა ჩატარებული, საიდანაც სრულად აცრილია 813 437 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7%-ს შეადგენს.
„ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია - 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკით“ – 58 591 ადამიანი, „სინოფარმით“ - 253 253 ადამიანი, ხოლო „სინოვაკით“ - 79 100 ადამიანი.
ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52% თბილისში ჩატარდა.
ცნობისთვის, საქართველოში "კოვიდ–19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო.