Accentnews.ge
პანდემიის დაწყებიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 18 წლამდე ასაკის პირებში კოვიდ–ინფიცირების 90 680 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 პაციენტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 18 წლამდე ასაკის პირებში კოვიდ–ინფიცირების 90 680 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 პაციენტი გარდაიცვალა

05/11/2021 06:32:20 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში 18 წლამდე ასაკის პირებში კოვიდ–ინფიცირების 90 680 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%), მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა 0,1%-ს შეადგენდა.

ამასთან, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S