ჯანმო: "თუ ევროპაში "კოვიდ–19"–ის გავრცელების არსებული ტემპი გაგრძელდება, თებერვლამდე კონტინენტზე შესაძლოა, კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპოს"
05/11/2021 06:10:42 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპა კიდევ ერთხელ იმყოფება კოვიდ პანდემიის ეპიცენტრში.
"თუ ევროპაში "კოვოდ–19"–ის გავრცელების არსებული ტემპი გაგრძელდება, თებერვლამდე კონტინენტზე შესაძლოა, კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპოს. კვლავ ვიმყოფებით ეპიცენტრში. ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ვთხოვ ჯანდაცვის ყველა ორგანოს, ყურადღებით განიხილოს ზომების შემსუბუქების ან მოხსნის საკითხი. ვაქცინები ასრულებენ დანაპირებს – დაავადების მძიმე ფორმების და განსაკუთრებით სიკვდილიანობის პრევენციას, მაგრამ ის ჩვენი ყველაზე ძლიერი აქტივია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების პარალელურად", - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისივე თქმით, ევროპის 43 ქვეყანა თებერვლისთვის შესაძლოა, საავადმყოფოები გადატვირთვის საფრთხის წინაშე დადგნენ.
ჯანმო–ს მონაცემებით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი შენელდა. ესპანეთში ადამიანთა დაახლოებით 80%–ია სრულად ვაქცინირებული, ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია საფრანგეთსა და გერმანიაში - 68% და 66% - და კიდევ უფრო დაბალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.


