
პოლონეთი საქართველოს „ფაიზერის" ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს
04/11/2021 18:43:48 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა საქართველოს „ფაიზერის" ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს. უწყების ცნობით, ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად შემოვა, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა!
4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5206 შემთხვევა გამოვლინდა, 53 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 4648 პირი.