Accentnews.ge
ნატო-ს ყოფილი გენმდივანი: "პუტინს ალიანსთან შემოერთება სურდა, ოღონდ მისეული პირობებით"

ნატო-ს ყოფილი გენმდივანი: "პუტინს ალიანსთან შემოერთება სურდა, ოღონდ მისეული პირობებით"

04/11/2021 18:22:48 მსოფლიო

ვლადიმირ პუტინს სურდა, რუსეთი ნატო-ში გაეწევრიანებინა, მაგრამ იმ პირობით, რომ ქვეყანა "სხვა - ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან ერთად რიგში არ ჩაგდებოდა და განაცხადების წარდგენის განსაზღვრული პროცესის გავლა არ მოუწევდა", - უამბო ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა (1999-2003 წ.წ.) ჯორჯ რობერტსონმა "The Guardian"-ს.

მისივე თქმით, პუტინთან მის პირველ შეხვედრაზე რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ მიანიშნა ასევე იმაზე, რომ სურდა, რუსეთი დასავლეთ ევროპის ნაწილად ქცეულიყო.

"მათ სურდათ, გამხდარიყვნენ იმ უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, წარმატების ნაწილი, რომელიც თავად რუსეთს არ გააჩნდა", - აღნიშნა რობერტსონმა.

გამოცემასთან საუბრისას მან 2000 წელს გაპრეზიდენტებულ პუტინთან საუბარი გაიხსენა: "მან მკითხა: "როდის აპირებთ, ნატო-ში მიგვიწვიოთო?". ვუპასუხე, რომ სახელმწიფოები ჩვენთან გაწევრიანების განაცხადს თავად წარადგენენ. მაშინ თქვა: "ჩვენ არაერთ უმნიშვნელო ქვეყანასთან ერთ რიგში არ ვდგავართო".

ცნობისთვის: 21 წლის წინ, გაპრეზიდენტებიდან მალევე თავად პუტინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა ნატო-ში გაწევრიანებას, "თუკი და როდესაც რუსეთის პოზიცია თანასწორუფლებიანი პარტნიორის პოზიციად იქნებოდააღქმული". "მიჭირს, ნატო მტრად წარმოვიდგინო. რუსეთი ევროპული კულტურის ნაწილია და მისგან, ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლირებულად ჩემს ქვეყანას ვერ წარმოვიდგენ", – აცხადებდა მაშინ რუსეთის პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S