Accentnews.ge
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-თან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-თან აქცია-პერფორმანსი გამართეს

04/11/2021 16:22:10 საზოგადოება

„გირჩი -მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

კერძოდ, ცოტნე კობერიძემ და ბორის ყურუამ სუს-თან მაგიდა მიიტანეს და ისაუბრეს, რას გულისხმობს სიტყვა რევოლუცია.

კობერიძის განცხადებით, რევოლუციამ ბევრ ქვეყანას წარმატება მოუტანა და იგი არ გულისხმობს, ძალადობრივ აქტს:

„დანაშაუალი არის ამ ქვეყანაში „ფეისბუქზე“ დაპოსტო რევოლუციაზე და ისაუბრო. გადავწყვიტეთ, რომ ვინც ეს აგვიკრძალა, მათ წინ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. რევოლუცია არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი უფლებები მოიპოვო, რაც ბუნებით გაგაჩნია. თუ ამერიკის დამფუძნებელი მამები საუბრობდნენ რევოლუციაზე და ეს ნორმალური იყო, ლილუაშვილს რატომ ჰგონია, რომ რევოლუციაზე საუბარი არის პრობლემა, არ ვიცი. [...] ახლა არის რთული პოლიტიკური სიტუაცია, ვეძებთ გამოსავალს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ბევრი ადამიანის აზრით, გამოსავალი შეიძლება, იყოს, მათ შორის რევოლუციაში, რევოლუცია არ გულისხმობს, რომ თავისთავად ძალადობრივი აქტი განახორციელო ვინმეს წინააღმდეგ და ვიღაცის უფლებები დაარღვიო“.

ამასთან, მათ ადგილზე მიიტანეს ტუალეტის ქაღალდები, რომელიც შენობის მიმართულებით ისროლეს. "სუნი გამოდის მაქედან", - აცხადებდნენ აქცია-პერფორმანსის მონაწილეები.

სამართალდამცველებმა პარტიის წევრები გარემოს დაბინძურებისთვის 80 ლარით დააჯარიმეს.

აქცია სუს-ის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S