Accentnews.ge
ნიკა გვარამია ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს

ნიკა გვარამია ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს

04/11/2021 14:43:34 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესთან პირადად შეხვედრას ითხოვს.

მისი თქმით, მათი ძველი ურთიერთობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მას პირადად მისთვის სასურველ დროსა და ადგილზე შეხვდეს.

"მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არცერთი სპიკერი, მეუფე შიო ან ვინმე სხვა. მე პირადად ნიკა გვარამია ვითხოვ, საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა მისი ინფორმირება პირადად და მოვისმინო მისი პოზიცია პირადად - ყოველგვარი შუამავლების, სპიკერების, თუ ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე. ჩვენ არ გვაქვს სანდოობა ადამიანების მიმართ და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ პატრიარქის ნებას", - თქვა გვარამიამ.

ამასთან, როგორც მან რუსთავის ციხესთან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შესამჩნევად მძიმეა, რაც გამოიხატება კომუნიკაციისა და მეხსიერების პრობლემებში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S