Accentnews.ge
"სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ იგი შიმშილობას კვლავ გააგრძელებს"

"სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ იგი შიმშილობას კვლავ გააგრძელებს"

04/11/2021 12:50:07 პოლიტიკა, საზოგადოება

პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, წინა ვიზიტთან შედარებით, აშკარად შეიმჩნევა, რომ ის წონაში დაკლებულია.

"გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდეობის გზავნილი, პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა, იგი წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს. ბატონა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას აქ. იგი გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, მან აღნიშნა, რომ ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ იგი გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრიცნიპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ აპრიებს", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S