Accentnews.ge
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

04/11/2021 12:35:31 მსოფლიო

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს, რომლის მიღებაც აბის სახითაა შესაძლებელი.

პრეპარატ „მოლნუპირავირს“ დღეში ორჯერ იმ ავადმყოფებს დაუნიშნავენ, რომელთაც ვირუსი ახლახან გამოუვლინდათ.

კომპანია „მერკმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას „მოლნუპირავირის" ავტორიზაციისთვის ოქტომბერში მიმართა. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსგან მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში პრეპარატის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცებას ითხოვს.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატ მოლნუპირავირის გამოყენება 50 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კორონავირუსით მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აბების მიღება შესაძლებელი იქნება საშინაო პირობებში, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სახიფათო დაავადების ადრეულ განკურნებას, არამედ ხელს შეუწყობს საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდებას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლის ბოლომდე 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტის წარმოებას გეგმავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S