Accentnews.ge
"პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა"

"პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა"

04/11/2021 11:40:04 პოლიტიკა, საზოგადოება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილთან პატრიარქმა წერილი გაატანა, რომელშიც ილია მეორე მესამე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, შიმშილობა შეწყვიტოს.

"კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა გადავცე ეს წერილი და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შეწყვიტოს", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა საჭიროდ საპატრიარქო, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს, ბოტკოველმა შემდეგი განაცხადა: "საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S