
კუნძულ მარმარაზე ტყის მასივი იწვის
13/08/2019 10:31:18 სხვა, მსოფლიო
კუნძულ მარმარაზე ტყის მასივი იწვის. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას უკვე ორი დღეა, ვერ ახერხებენ.
კუნძულზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი დასახლებასაც მოედო. მაშველების ინფორმაციით, ამ დროისათვის განადგურებულია 5 საცხოვრებელი სახლი. ხანძარი სხვა სახლებსაც ემუქრება. რეგიონში ევაკუაცია მიმდინარეობს.