Accentnews.ge
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აკვატორიაში ამერიკიული ხომალდის მოქმედებების კონტროლის შესახებ იუწყება

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აკვატორიაში ამერიკიული ხომალდის მოქმედებების კონტროლის შესახებ იუწყება

04/11/2021 11:01:57 მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამერიკულ ხომალდ "მაუნთ უითნის" მოქმედებებს აკონტროლებს, - იუწყება რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრი.

"შავი ზღვის ფლოტის ძალები და რესურსები ამერიკულ ხომალდ "მაუნთ უითნის" მოქმედებების კონტროლს შეუდგნენ. გემი შავი ზღვის აკვატორიაში 4 ნოემბერს შევიდა", — ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ფლაგმანურ ხომალდზე. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი მეზღვაურები აკვატორიაში ნატო-ელ მოკავშირეებთან ურთიერთქმედებისთვის შედიოდნენ.

"Mount Whitney" Blue Ridge-ის ტიპის სამეთაურო ხომალდია, რომელიც მცურავ შტაბად გამოიყენება. მის შეიარაღებაშია რამდენიმე 35-მილიმეტრიანი ზარბაზანი, ტყვიამფრქვევები და მოქმედების მცირე რადიუსის რაკეტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S