
იმნაძე განმარტავს, განხორციელდება თუ არა ზურაბიშვილის იდეა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელების ფასიანი მკურნალობის თაობაზე
04/11/2021 10:35:43 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელების ფასიანი მკურნალობის თაობაზე ვერ განხორციელდება.
„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. არ მგონია, ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა ყველა პუნქტში აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს. დღეს მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობის ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას, კოვიდ–პასპორტის ამოქმედებასა და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას ითხოვს.
"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ–პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცელი ადამიანებისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.