
"მარტიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილების 98,95% აუცრელი იყო"
04/11/2021 09:11:16 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში კორონავირუსით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 98,95% აუცრელი იყო.
"18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში - 97.8%. ეს საერთო ციფრებია იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, აცრა მოქალაქეებს კლინიკაში მოხვედრისგან 93,4%-ით იცავს.
"ასაკობრივადაა ეს დაყოფილი: 60 წელს ზემოთ ჰისპიტალიზაციისგან დაცვაა 91,7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში დაცვაა 95%", - განაცხადა გამყრელიძემ.
4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33,1%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 469 აცრა.
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი.