Accentnews.ge
"ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფმა 18 წელს ზემოთ "ბურსტერის" დაშვების რეკომენდაცია გასცა"

"ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფმა 18 წელს ზემოთ "ბურსტერის" დაშვების რეკომენდაცია გასცა"

04/11/2021 08:49:41 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფმა 18 წელს ზემოთ "ბურსტერის" დაშვების რეკომენდაცია გასცა.

მისი თქმით, 3-4 ათასმა ადამიანმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე– ე.წ. ბუსტერ დოზა უკვე გაიკეთა.

„ჩვენ გუშინ მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ჯგუფისგან, რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერდოზის“ ჩატარებას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მოზრდილ მოსახლეობაზე 18 წლის ზემოთ, ვინც აცრა უკვე ჩაიტარა, ასევე, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის. „სინოვაკი“, სინოფარმი, ფაიზერი, ასტრაზენეკა - ოთხივე ვაქცინის შემთხვევაში შესაძლებელია ბუსტერდოზის გამოყენება. ამას კიდევ გაივლის ვაქცინაციის საბჭო სამინისტროში და გადაწყვეტილება გვექნება. თუმცა, პირველი დადებითი რეკომენდაცია ჩვენ უკვე მივიღეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S