
გაბუნია – ვაქცინაციაზე: "ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა"
04/11/2021 08:44:19 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა.
"მოწოდება არასამთავრობო სექტორის, მედიის და საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი, რომელიც დადებით გადაწყვეტილებაზე [ვაქცინაციისთვის] ყველაზე ძლიერ მოქმედი ინსტრუმენტი აღამოჩნდა, ეს უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში და არ შემიძლია ამ თემას გვერდი ავუარო, დღეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, - აცხადებს გაბუნია.