
ზელენსკი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს
13/08/2019 09:23:32 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფართოვა იმ პირთა წრე, რომელთაც უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭებათ.
როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან უკრაინის მოქალაქეობაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ არა მარტო იმ უცხოელებსა და მოქალაქეობის არმონე პირებს, რომლებიც უკრაინას იცავდნენ, არამედ პოლიტიკური დევნის მსხვერპლ რუსეთის მოქალაქეებსაც.