
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
04/11/2021 06:55:00 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5206 შემთხვევა გამოვლინდა, 53 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 4648 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა,
- აჭარა - 193,
- იმერეთი - 979,
- ქვემო ქართლი - 360,
- შიდა ქართლი - 428,
- გურია - 142,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378,
- კახეთი - 530,
- მცხეთა-მთიანეთი - 118,
- სამცხე-ჯავახეთი - 157,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც:
6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 553, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 232 - აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.