Accentnews.ge
სპეცოპერაცია სტამბოლში: თურქეთის დაზვერვა რუს დეპუტატს და კადროვის თანამებრძოლს მკვლელობების შეკვეთაში ამხელს

სპეცოპერაცია სტამბოლში: თურქეთის დაზვერვა რუს დეპუტატს და კადროვის თანამებრძოლს მკვლელობების შეკვეთაში ამხელს

03/11/2021 16:35:11 მსოფლიო

თურქეთში ჯაშუშობისა და ჩეჩენ ოპოზიციონერთა მკვლელობის მზადების ბრალდებით 6 მოქალაქე დააკავეს. მათგან ოთხი რუსეთის მოქალაქეა, ერთი უკრაინის, ერთი - უზბეკეთის.

ოპერაცია სტამბოლში პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ და ეროვნულმა დაზვერვამ ჩაატარა. ეჭვმიტანილებს ჩამოართვეს სამი პისტოლეტი, რომელთაგან ერთს მაყუჩი და ლაზერული სამიზნე ჰქონდა.

როგორც თურქეთის სადაზვერვო სამსახური (MIT) იტყობინება, ეჭვმიტანილები ინსტრუქციებს იღებდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლის – ადამ დელიმხანოვისგან და კაზბეკ დუკუზოვისგან, რომელსაც, როგორც ითვლება, კავშირი აქვს ევროპაში ოთხი ჩეჩენი ოპოზიციონერის მკვლელობასთან.

MIT-ის ცნობით, ჯგუფის ლიდერი იყო ბისლან რასაევი, რომელმაც „ორი ადამიანის მოკვლის ბრძანება მიიღო“ ადამ დელიმხანოვისგან.

„დაკავებულები გეგმავდნენ თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერის, აბდულჰაქიმის მოკვლას, რომელიც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა“, აცხადებს თურქეთის დაზვერვა.

როგორც თურქეთის დაზვერვა იტყობინება, თავდასხმის განსახორციელებლად რასაევი იარაღის ყიდვას გეგმავდა აბდულა აბდულაევისგან, რომლის მეტსახელია „აბუბექირი“. ჩხრეკისას მისი ბინის აბაზანაში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს ლაზერული ხელსაწყო, მაყუჩიანი იარაღი და სხვა აღჭურვილობა.

დაკავების ოპერაციის შემდეგ სტამბოლში ჩავიდა რამზან კადიროვი. ვიზიტის ზუსტი თარიღი და მიზანი უცნობია. არსებობს რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ჩანს, რომ ის თავის თანამებრძოლებთან ერთად ქუჩებში სეირნობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S