
ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ მოქმედებს “მწვანე პასპორტები" საქართველოში ამ დრომდე
03/11/2021 12:24:29 საზოგადოება
თბილსის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ მოქმედებს “მწვანე პასპორტები" საქართველოში ამ დრომდე.
მისი თქმით, საქართველოში „მწვანე პასპორტები“ იოლი მისაღები არ არის.
"ნახეთ იტალიაში გამოსვლები და მიტინგები იყო. სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგი იყო. პოლარიზებულ და უკიდურესად პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ ე.წ. მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.