Accentnews.ge
ვის შეუძლია კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აცრა

ვის შეუძლია კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აცრა

03/11/2021 10:57:57 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე – ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარება.

მისი თქმით, 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ აიცრან, თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე.

"6 თვის თავზე შეუძლიათ, მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე „ბუსტერ“ დოზა „ფაიზერით“. თუ პირი აცრილია 2 დოზა „ფაიზერით“, მას შეუძლია მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ მესამე „ფაიზერის“ აცრა გაიკეთოს, თუ აცრილია 2 დოზა „სინოფარმით“, 6 თვის შემდეგ შეუძლია გაიკეთოს „სინოფარმის“ მესამე დოზა ან გაიკეთოს „ფაიზერის“ მესამე დოზა, თუკი, მას „ფაიზერის“ დოზის გაკეთება ურჩევნია. „სინოვაკის“ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სქემაა. ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ „ბუსტერ“ დოზის ეფექტურობა მაღალია. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება გავცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს „ბუსტერ“ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S