
"რეანიმაციაში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 330-ს გადააჭარბა"
03/11/2021 10:51:38 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების ნაკადის მართვა ჯერ–ჯერობით ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რიცხვი.
მისი თქით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს.
„ჯერ–ჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა - 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები. თუმცა, ბუნებრივია, ეს უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან რეალურად, ამ სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა გაბუნიამ.
- ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6024 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.
- ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 3 868 პირი აიცრა.