
გაბუნია განმარტავს, იგეგმება თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება
03/11/2021 10:46:42 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს.
„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“- განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარადაიცვალა.