Accentnews.ge
საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენება იწყება

საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენება იწყება

03/11/2021 10:38:07 საზოგადოება

საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენება იწყება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობაში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

"კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით გერმანიის მთავრობისიგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ამისთვის გერმანიის მთვრობას, რომელიც დაგვეხმარა ამ პროცესში. ასევე მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც მივიღეთ ჩვენ ამერიკის მხარისგან, ესეც არის ქვეყანაში და მზად ვართ, მათი გამოყენება დაიწყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი. პირველი არის "კასირივიმაბი" და "იმდევიმაბი", რომლის გამოყენება მოხდება იმ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, რომლებსაც დამძიმების მაღალი რისკი, მაგალითად, არიან 65 წელს ზემოთ, აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და სხვა საყურადღებო მდგომარეობა ჰოსპიტალიზების მომენტში. ხოლო მონოკლონური ანტისხეულების მეორე ჯგუფის – "ბამლანივიმაბი" და "ეტესევიმაბის" გამოყენება იგეგმება შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S